რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში ელჩის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი თავდასხმასთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზე იმყოფება.
ანკარაში შემთხვევის ადგილზე მივიდა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ.
ელჩი ანდრეი კარლოვი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოფენის გახსნაზე იმყოფებოდა. კარლოვს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოდიოდა. ის მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. რუსეთის ელჩის გარდა, ანკარაში გამოფენის დროს სროლის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.
პირი, რომელმაც ანკარაში რუსეთის ელჩს ცეცხლი გაუხსნა, პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.