პირი, რომელმაც ანკარაში რუსეთის ელჩს ცეცხლი გაუხსნა, პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სახელმწიფო ტელეკომპანია NTV ავრცელებს.
ანდრეი კარლოვის მდგომარეობა კრიტიკულია. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. რუსეთის ელჩის გარდა, ანკარაში გამოფენის დროს სროლის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.
ელჩი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოფენის გახსნაზე იმყოფებოდა. კარლოვს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოდიოდა.