ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივა რეალური გახდა, რაც საქართველომ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმების გატარება დაიწყო

ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივა რეალური გახდა, რაც საქართველომ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმების გატარება დაიწყო

ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივა რეალური გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველომ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმების გატარება დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის და ხალხის არჩევანია და ჩვენმა გუნდმა გააკეთა ყველაფერი ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივა რეალური გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიწყო ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმების გატარება. ეს არის უდავოდ მისასალმებელი მოვლენა, რაც კიდევ ერთხელა დასტურებს ევროკავშირის ინსტიტუტების ნებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს მალე მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით და ამით კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროპასა“, - განაცხადა ქაცარავამ.

მან მადლობა გადაუხადა საქართელოს მთავრობას, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს გაწეული ძალისხმევისთვის და ასევე - პარტნიორებს საერთაშორისო მხარდაჭერისთვის.

ამასთან, ქაცარავას თქმით, გასული კვირა ზოგადად წარმატებული იყო საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების მიმართლებით, რაც საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ძალისხმევის შედეგია. სამომავლო გეგმებზე საუბრისას მან მზადყოფნა გამოთქვა გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობას ყველა პარტნიორ ქვეყანასთან.