ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს პროცესი შესაბამისი შედეგით დასრულდება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიღწეული პროგრესი საზოგადოებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც მიულოცეს.
ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია და ევროპარლამენტი გუშინ გამართულ სამმხრივი შეხვედრაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე შეთანხმდნენ.