„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. პარტიის ინფორმაციით, თარგამაძის საგამოძიებო უწყებაში დაბარება მისი მანქანის აფეთქების საქმეს უკავშირდება.
როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, გივი თარგამაძე საგამოძიებო უწყებაში მისვლას აპირებს.