ალენ ჟუპე ალეპოში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე - საფრანგეთი უძლურია, სირცხვილი ჩვენ

ალენ ჟუპე ალეპოში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე - საფრანგეთი უძლურია, სირცხვილი ჩვენ

სირცხვილი ჩვენ, - ასე ეხმაურება ფრანგი მემარჯვენეების საპრეზიდენტო კანდიტატობის ყოფილი პრეტენდენტი და ქალაქ ბორდოს მერი ალენ ჟუპე სირიის ქალაქ ალეპოში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს.

„საფრანგეთი უძლურია, ევროპა დაბნეულია, ამერიკა ტრამპის მოლოდინშია. ამ დროს კი დამასკოს და მოსკოვს ხელები გახსნილი აქვთ, რათა აღგავონ დედამიწის ზურგიდან ალეპო. სირცხვილი ჩვენ“, - წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ალენ ჟუპე.

ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენელის რუპერტ კოლვილის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ალეპოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 82 მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს. 

რუსეთის ელჩმა გაერო-ში ვიტალი ჩურკინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კი განაცხადა, რომ სირიის მთავრობამ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დაამყარა.