მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელების ადამიანურ სინდისს - გადაარჩინეთ ალეპოს მშვიდობიანი მოსახლეობა, - დაწერა საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა სოციალური ქსელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენელის რუპერტ კოლვილის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ალეპოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 82 მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს.
რუსეთის ელჩმა გაერო-ში ვიტალი ჩურკინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კი განაცხადა, რომ სირიის მთავრობამ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დაამყარა.