სირიის მთავრობამ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დაამყარა

სირიის მთავრობამ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დაამყარა

სირიის მთავრობამ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დაამყარა, - განაცხადა რუსეთის ელჩმა გაერო-ში ვიტალი ჩურკინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. აღნიშნულის შესახებ CNN იუწყება. 

„ბოლო საათის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სამხედრო მოქმედებები ალეპოს ღმოსავლეთ ნაწილში შეწყდა“, - განაცხადა ჩურკინმა. 

„საუბარი არ მიდის საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე ან ჰუმანიტარულ ოპერაციაზე. სირიის მთავრობამ კონტროლი დაამყარა ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე. ახლა კი დროა პრაქტიკული ჰუმანიტარული ინიციატივებისთვის“, - აღნიშნა გაერო-ში რუსეთის ელჩმა. 

ამავდროულად, ალეპოს შიგნით წყაროებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და ევაკუაციაზე მიღწეულია.