ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი, მათ შორის კობა ხაბაზი და გოგა ონიანი „შემცირებაში მოაყოლა“

ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი, მათ შორის კობა ხაბაზი და გოგა ონიანი „შემცირებაში მოაყოლა“

”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ენმ-ს მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი შეამცირა. 

როგორც თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს, აღნიშნული პირები ღიად გამოთქვამდნენ პოზიციას და მხარს უჭერდნენ დიდი, 7 000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას.

”კობა ხაბაზი - ”თავისუფალი ზონის” დამფუძნებელი და ენმ-ს რეგიონული დეპარტამენტის გურიის კოორდინატორი, გოგა ონიანი - ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, პარტიის აქტივისტების ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებზე; ზურაბ ცერცვაძე - საჩხერეში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი და რეგიონული დეპარტამენტის იმერეთის კოორდინატორი; გიორგი (ჯეო) ხურცილავა - 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, რეგიონული დეპარტამენტის ქვემო-ქართლის კოორდინატორი, ვაჟა წოწკოლაური - 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, ფრაქციის აპარატის უფროსი და მცხეთა-მთიანეთში წარმომადგენელი, გიორგი ბაბაკიშვილი - ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, მოიგო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების არაერთი სკანდალური საქმე - ეს ადამიანები ღიად გამოთქვამდნენ პოზიციას და მხარს უჭერდნენ დიდი, 7 000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას. დღეს ისინი შემცირებაში მოაყოლა "შიდადემოკრატიის" სახელით მოქმედმა ენმ-ს მმართველმა გუნდმა. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი უხელფასოდაც ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, მაგრამ სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი”, - აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.