2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია იმ დაპირებების შესრულებისკენ, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ” გასცა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.
მისი თქმით, 2017 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც დღეს პარლამენტს ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს პასუხობს. მისივე განცხადებით, მოსახლეობის სამომავლო კეთილდღეობისთვის საჭიროა იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ბიუჯეტშია გაწერილი.
”2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია იმ დაპირებების შესრულებისკენ, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ” გასცა. სამი ძირითადი მიმართულებაა გამოკვეთილი, სადაც ბიუჯეტში მატებაა, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები და მე მინდა ჩვენს მოსახლეობას კარგად ესმოდეს, რომ არსებულით დაკმაყოფილება არ შეიძლება, ვგულისხმობ ტურიზმს. ინფრასტრუქტურული მიმართულებით მნიშვნელოვანია პროექტების განხორციელება, რადგან როგორც ტურისტებმა, ისე სატრანზიტო ტვირთებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა ყვლა კუთხეში შეძლონ მისვლა და თავიათი სერვისის მიწოდება. იცით ალბათ, რომ ქუთაისიდან აბასთუმნის მიმართულებით იგება გზა, მესტიის მიმარულებით გრანდიოზული გეგმებია, გეგმაშია მთა-თუშეთის გზა, რომელიც მნიშვნლოვანი ტურისტული ცენტრია. ხალხმა რომ მეტი სიკეთე მიიღოს ამ მიმართულებით, აუცილებლად წინ უნდა წავიწიოთ”, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.