დიმიტრი ქუმსიშვილი:  მთავრობის რეფორმა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით სარგებლობს

დიმიტრი ქუმსიშვილი: მთავრობის რეფორმა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით სარგებლობს

მთავრობის რეფორმა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით სარგებლობს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს.

„ყველა საფინანსო ორგანიზაციასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ისინი დადებითად აფასებენ რეფორმის ყველა ნაწილს - მოგების გადასახადის რეფორმას, ფისკალური სტიმულირების ღონისძიებებს, ასევე, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, მათ შორის აქციზის განაკვეთების ზრდის ნაწილში. ასევე ერთმნიშვნელოვნად დადებითია ის შეფასებები, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა გააკეთეს ლარიზაციის გეგმასთან დაკავშრებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.