აშშ და ისრაელი ერთად ვიბატონებთ ცაში, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა ისრაელის საჰაერო ძალების ნევატიმის ავიაბაზაზე ისრაელისთვის მეხუთე თაობის F-35-ის ტიპის გამანადგურებელის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
აშშ-ს თავდაცვის მდივნის ეშტონ კარტერის განცხადებით, „არ არსებობს ისრაელსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის უკეთესი სიმბოლო, ვიდრე F-35. მისი განმარტებით, ის ბევრი საფრთხე, რომლის წინაშე ისრაელი სხვადასხვა მხრიდან ყოველდღიურად დგას, მიზეზია იმისა თუ რატომ აქვთ აშშ-სა და ისარაელს ასეთი მჭიდრო კავშირები.
„აშშ გააგრძელებს ისრაელის უზრუნველყოფას ყველაზე თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებით, მათ შორის, უფრო მეტი F-35-ებით, რაც გააძლიერებს ისრაელის სამხედრო შესაძლებლობების ხარისხს. რეგიონში არეულობის გათვალისწინებით, აშშ უფრო თავდადებულია, ვიდრე ოდესმე, ისრაელის უსაფრთხოების საკითხისადმი და აშშ-ის დაპირება - დაიცვას ისრაელი ურყევი რჩება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
მისი თქმით, ისრაელი რეგიონში ერთადერთი მეგობარია, ვინც F-35 მიიღო, რაც ამერიკისა და ისრაელის საჰაერო ძალებს დაეხმარება უფრო მჭიდრო და ეფექტურ ურთიერთქმედებაში.
„ერთად ჩვენ ვიბატონებთ ცებში“, - დასძინა ეშტონ კარტერმა.
გუშინ ნევატიმის ავიაბაზაზე F-35-ის ტიპის ორ გამანადგურებელის ჩაფრენასთან დაკავშირებით საზეიმო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი.