ბრიუსელში დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება

ბრიუსელში დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება

ბრიუსელში ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიას შორის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები დღეს გაიმართება.

ამის შესახებ გუშინ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა განაცხადა.

„ტრიალოგის ფარგლებში, 13 დეკემბერს შეხვედრა გვაქვს ევროპარლამენტში. ველით, რომ 20 დეკემბერს აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) განიხილავს. დაბრკოლებებს ვერ ვხედავთ, ყველაფერი შეთანხმებულია. ქართველი ხალხი მალე მიიღებს უვიზო რეჟიმს“, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.