მიტ რომნიმ დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპი მას სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე არ წარადგენს

მიტ რომნიმ დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპი მას სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე არ წარადგენს

აშშ-ის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რესპუბლიკელების კანდიდატმა მიტ რომნიმ დაადასტურა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე არ წარადგენს, - იუწყება CNN.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ჩვენი დიადი ქვეყნის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე განვიხილებოდი. ჩემი შეხვედრები ახლად არჩეულ პრეზიდენტთან ტრამპთან სასიამოვნო იყო. ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია ქვეყანას სიძლიერისკენ, კეთილდღეობისკენ და მშვიდობისკენ წაიყვანს“, - განაცხადა მიტ რომნიმ სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. 

CNN ტრამპის გუნდში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დონალდ ტრამპმა მიტ რომნის დაურეკა და ამცნო, რომ მას სახელმწიფო მდივნად არ აირჩევს. 

10 დეკემბერს, ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, ამერიკული ნავთობკომპანიის Exxon Mobil Corp.-ის აღმასრულებელი დირექტორი რექს ტილერსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მთავარ კანდიდატად განიხილება.