ჩიორა თაქთაქიშვილი:  გიგა ბოკერიას წარმოდგენილი ინიციატივა პოლიტსაბჭომ უარყო

ჩიორა თაქთაქიშვილი: გიგა ბოკერიას წარმოდგენილი ინიციატივა პოლიტსაბჭომ უარყო

გიგა ბოკერიას წარმოდგენილი ინიციატივა პოლიტსაბჭომ უარყო და ჩავარდა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჩიორა თაქთაქიშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ქართული პოლიტიკის ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, როდესაც მხარდამჭერების აქტიური ჩართულობით პოლიტიკურ პარტიაში არსებული უთანხმოება გადაწყდა დემოკრატიული პროცესით.

„ძალიან სასიამოვნოა ეს ფაქტი, რომ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ჩვენი პარტია უფრო გაძლიერებული გააგრძელებს მუშაობს 7000 დელეგატიანი ყრილობის მოსაწვევად, რათა 7000 დელეგატმა გადაწყვიტოს რომ უფრო ეფექტური გზით უნდა იმუშაოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რათა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდეს ქვეყანაში. რაც შეეხება შემოთავაზებულ ვარიანტების დღის წესრიგს, დღის წესრიგი ითვალისწინებდა მსჯელობას ახალი თავმჯდომარის არჩევისთვის. 25-ით 24-ის წინააღდეგ იქნა უარყოფილი და ამის შემდეგ 7000 დელგატიან ყრილობაზე გაგრძელდება მუშაობა, რომ ყველა განსხვავებული მოსაზრება დემოკრატიული პროცესით გადაწყდეს“, - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობის“  მხარდამჭერების და აქტივისტების ჩართულობით, პროცესები იქნება გამჭვირვალე.

„ყრილობის მოწვევისთვის არ უნდა იყოს გადასაწყვეტი, რომ აირჩეს ახალი თავმჯდომარე, ის რაც წარმოადგინა გიგა ბოკერიამ, პოლიტსაბჭომ უარყო და შესაბამისად ჩავარდა”, - განაცხადა თაქთაქიშვილმა.