„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ყრილობას 20 იანვარს გამართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ყრილობას 20 იანვარს გამართავს

პარტიის პოლიტსაბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართება 20 იანვარს 7000 დელეგატით,  - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

ამასთან, ჭიაბერაშვილმა სხვა დეტალების დაკონრეტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგიანებით გახდება ცნობილი.

„ის წესი, რაც დღეს დამტკიცდა, არ ითვალისწინებს თავმჯდომარის არჩევას.  მიხეილ სააკაშვილი არის ამ პარტიის დამფუძნებელი და მას უკავშირდება ამ პარტიის წარმატება, ძალიან დიდი ისტორია, თუმცა იმ არანორამლურ ვითარებაში, რაც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, სააკაშვილი ვერ იქნება პარტიის თავმჯდამარე. საქართველოს კანონდებლობის მიხედვით, საკითხი არის ახლა ასეთი  - პარტიამ აირჩიოს, თუ არ აირჩიოს ახალი თავმჯდომარე, ამა და სხვა გადაწყვეტილებებს მიიღებს ყრილობა.  დაველოდოთ ყრილობას“,-აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.