პარლამენტის გამოკლებულ წევრთა ადგილმონაცვლეების საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალ იმსჯელებს

პარლამენტის გამოკლებულ წევრთა ადგილმონაცვლეების საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალ იმსჯელებს

პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე, ხვალ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების საკითხზე იმსჯელებენ.

კომიტეტის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილის, კახი კალაძის, გიორგი გახარიას და სანდრა რულოვსის ადგილმონაცვლის საკითხს განიხლავენ.

გიორგი კვირიკაშილს ადგილმონაცვლე პარლამენტში გუგული მაღრაძე იქნება. კახი კალაძის - დავით მათიკაშვილი იქნება. გიორგი გახარიას ადგილს პარლამენტში გიორგი ხატიძე დაიკავებს, ხოლო სანდრა რულოვსის ადგილმონაცვლე საკანონმდებლო ორგანოში გიორგი ღვინიაშვილი იქნება.

გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიასა და  კახი კალაძის შემთხვევაში, უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი სამთავრობო თანამდებობია.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის მე-2 ნომერმა, სანდრა რულოვსმა კი, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.