ქეთევან ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა

ქეთევან ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის (საერთაშორისო ვაჭრობის ადმინისტრაცია) მდივნის მოადგილემ მაიკლ ლელიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი, ნინო ცეცხლაძეც ესწრებოდა.

შეხვედრაზე ქეთევან ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, მდგომარეობასა და შესაძლებლობებზე, ასევე მიმოიხილა სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორებში არსებული პოტენციალი. აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამებისა და  მიმდინარე სამთავრობო რეფორების შესახებ. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა OPIC-ს (აშშ-ის მთავრობის განვითარების ბანკი) საქართველოს მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და განხორციელებული მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტებისათვის.

ქეთევან ბოჭორიშვილმა  ამერიკის მხარეს ასევე მადლობა გადაუხადა  2015 წელს ჩატარებული „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე პროექტის კონსორციუმში   ამერიკული კომპანიის „კონტი ჯგუფის“ თანამონაწილეობას. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ქართული მხარე  მიესალმება ამერიკული კომპანიების შემოსვლას და დაინტერესებას ქართული ბაზრით,  რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

შეხვედრაზე ორივე მხარემ  გამოხატა მხარდაჭერა  სავაჭრო მისიებთან მიმართებაში. 

ამერიკულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა 2017 წელს დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მხარდაჭერასა და  მონაწილეობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს ფინანსურ მხარდაჭერას SABIT-ის პროგრამის განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს ქართული კერძო სექტორის მხარდაჭერასა და განვითარებას.