ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს დღეებში ე.წ. შეჩერების მექანიზმის კომპრომისზე დაფუძნებული შეთანხმება მიღწეული იქნება

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს დღეებში ე.წ. შეჩერების მექანიზმის კომპრომისზე დაფუძნებული შეთანხმება მიღწეული იქნება

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს დღეებში ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ე.წ. შეჩერების მექანიზმის კომპრომისზე დაფუძნებული შეთანხმება მიღწეული იქნება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც განვუცხადე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მარტინ შულცმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგს.

„ვისაუბრეთ სასამართლო სისტემის რეფორმაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ასევე ვისაუბრეთ რეგიონულ სიტუაციაზე, მეზობლებთან ურთიერთობებზე, გეოსტრატეგიულ განვითარებაზე. ინტენსიურად განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი. დეტალურად განვიხილეთ მინისტრთა საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები. მე პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს დღეებში ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ე.წ. შეჩერების მექანიზმის კომპრომისზე დაფუძნებული შეთანხმება მიღწეული იქნება. მსურს ხაზი გავუსვა კიდევ ერთხელ, პრემიერ-მინისტრს მივეცი გარანტია, რომ ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დაცვა უცვლელი პრინციპია, თქვენ შეგიძლიათ ტერიტორიულ საკითხში ევროპარლამენტის უპირობო მხარდაჭერის იმედი გქონდეთ”, - განაცხადა მარტინ შულცმა.