ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს არჩევნებში მიღწეული გამარჯვება მიულოცა.
„მსურს, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს შინაარსიანი და ნაყოფიერი შეხვედრისთვის. ეს ჩვენი პირველი პირისპირ შეხვედრაა, თუმცა ტელეფონით ინტენსური კომუნიკაცია გვქონდა. მინდა, მივულოცო პრემიერ-მინისტრს არჩევნებში მიღწეული დიდი გამარჯვება. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებული შედეგია. გულწრფელად ვისურვებდი, რომ მეც მქონოდა ასეთი საარჩევნო წარმატება. ეს შესანიშნავია“,-აღნიშნა შულცმა ბრიუსელში, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოში იმყოფებოდა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია, რომელსაც ანა გომესი ხელმძღვანელობდა.
„ჩვენ კმაყოფილება გამოვთქვით თქვენს ქვეყანაში არჩევნების ორგანიზების გამო“,-აღნიშნა შულცმა.