ფედერიკა მოგერინი რუსეთის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გამოსვლის გადაწყვეტილების გამო წუხილს გამოთქვამს

ფედერიკა მოგერინი რუსეთის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გამოსვლის გადაწყვეტილების გამო წუხილს გამოთქვამს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი რუსეთის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გამოსვლის გადაწყვეტილების გამო წუხილს გამოთქვამს, - იუწყება სააგენტო Reuters.

„ვწუხვართ, რუსეთის გადაწყვეტილების გამო. ევროკავშირი რჩება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერთგულ მხარდაჭერად და მოწოდინებულია სრულად ითანამშრომლოს ამ ინსტიტუტთან სერიოზული დანაშაულების პრევენციის კუთხით“, - ნათქვამია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე.