უკრაინის "რადიკალური პარტიის" ლიდერი ოლეგ ლიაშკო აცახდებს, რომ პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა უკანონოდ მიანიჭა. ამის შესახებ ოლეგ ლიაშკომ ტელეკომანია 112-თან საუბრისას განაცხადა.
“სააკაშვილი გუშინ ტიროდა, რომ მას უკრაინის მოქალაქეობას ართმევენ შურისძიების მიზნით. ვინ იძიებს შურს მასზე? ვის სჭირდება აბრაგზე შურისძიება? რა აზრი აქვს ამას? მას მისმა ქართველებმა არ დაუჭირეს მხარი: ის მათ 10 წლის განმავლობაში უტარებდა რეფორმებს ისე, რომ მათ მას უკვე მეორედ არ დაუჭირეს მხარი. სააკაშვილს უკანონოდ გადასცეს უკრაინის მოქალაქეობა”, - აცხადებს ოლეგ ლიაშკო.
ამასთან, უკრაინელი დეპუტატი ოლეგ ლიაშკო გამოდის ინიციატივით, რომ პრეზიდენტს უცხოელებისთვის უკრაინის მოქალაქეობის გადაცემის უფლება ჩამოერთვას.
“კანონმდებლობის თანახმად, უკრაინის მოქალაქეობა არ ენიჭება პირებს, რომლებიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებიან. პოროშენკომ ფაქტობრივად აჩუქა სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა. მე მაინტერესებს: ვინ მისცა პრეზიდენტს უფლება, ჩემი მოქალაქეობა აჩუქოს ყველა შემხვედრს, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფება? ამიტომ სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას. მე მოვამზადებ კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტს ჩამოართმევს უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების უფლებას. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა მიიღოს!” - განაცხადა ოლეგ ლიაშკომ.
მიხეილ სააკაშვილის გარდა, ოლეგ ლიაშკო, მოქალაქეობის ჩამორთმევას იულია ტიმოშენკოსთვისაც ითხოვს.