საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა იმ გარდატეხაში, რომელიც საქართველოში მოხდა.
„მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი გუნდიდან პირველი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წვლილი იმ გარდატეხაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. ეს იყო საქართველოში პოლიტიკის და ქვეყნის მართვის თვისობრივი ცვლილება. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანის სახელით. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს და ყველას, ვინც ჩვენს კაბინეტში ჩვენთან ერთად აკეთებდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.