დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის საკითხი, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება მთავრობის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.
ამ საკითხზე მომხსენებელია მთავრობის კანცელარიის ელმძღვანელი მაია ცქტიშვილი.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას გელა დუმბაძე იკავებს.
როგორც გელა დუმბაძემ დღეს განაცხადა, სავარაუდოდ ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩად გააგრძელებს მუშაობას.