მიხარია, რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში ჩემი შვილის უდანაშაულობას ყველა გაიგებს

მიხარია, რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში ჩემი შვილის უდანაშაულობას ყველა გაიგებს

მიხარია,  რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში ჩემი შვილის უდანაშაულობას ყველა გაიგებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს გია გვიჩანის დედამ, სვეტლანა კახიანმა განუცხადა.

როგორც სვეტლანა კახიანმა აღნიშნა, მისი შვილი უკვე 11 წელია, უკანონოდ იხდის სასჯელს.

„ჩემი შვილი იყო მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და ყოფილი მაღალჩინოსნების პირადი პატიმარი. უკვე 11 წელია, უდანაშაულოდ იხდის სასჯელს. იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მერე ის დატოვებს საპატიმროს. საქეში  არ დევს არანაირი მტკიცებულება სადაც საუბარი იქნება, რომ გიამ დაუკვეთა ნიკა ლომინაძის მკვლელობა“,-აღნიშნა სვეტლანა კახიანმა. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე გახმაურებული საქმის, მათ შორის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულთა განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო.