პრეზიდენტის განკარგულებით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება

პრეზიდენტის განკარგულებით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა დღეს გამოსცა. 
"საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართოს 2016 წლის 18 ნოემბერს, 12:00 საათზე", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში. 

ამასთან, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა მხარესთან კონსულტაციას აწარმოებდა. 

"საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის სამართლებრივ აქტს, რომლის მიხედვითაც სხდომა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. 

პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში, ყველა მხარესთან კონსულტაციებს მართავდა, რის საფუძველზეც პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.