საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე გუნდს არ დატოვებს. ამის შესახებ Sportall.ge-ს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ვაისის კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე მოქმედებს.
გაზეთ ”ლელოს” და ყაზახური Sport.kz-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ ვაისი ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.
ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა 8 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 1-ში გაიმარჯვა, 3 მატჩი ფრედ დასრულდა, 4-ში კი ნაკრები დამარცხდა.