Haaretz - ისრაელი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემაზე ავტომატურ უარს შემოიღებს

Haaretz - ისრაელი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემაზე ავტომატურ უარს შემოიღებს

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს, უკრაინისა და საქართველოს მოაქალაქეებისთვის თავშესაფრის თხოვნაზე ავტომატური უარი შემოიღოს. მოთხოვნა ამ პროცედურის დასამტკიცებლად ისრაელის იუსტიციის სამინისტროში უკვე შესულია. ამის შესახებ Haaretz იუწყება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ისრაელისადმი თავშესაფრის მინიჭებაზე მოთხოვნა გაიზარდა. ამასთან, როგორც შსს აღნიშნავს, ასეთი თხოვნების დიდი ნაწილი შესაძლებელია უარყოფილი იყოს ყოველგვარი ზედმიწევნითი შემოწმების გარეშე. უკრაინელებისა და ქართველებისთვის დევნილის სტატუსზე ავტომატური უარის თქმა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, მათ საშუალებას მისცემს რესურსები გაათავისუფლოს „გაცილებით სერიოზული“ სიტუაციების განსახილველად.

გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის 10 თვის განმავლობაში უკრაინისა და საქართველოს მოქალქეების მიერ 8574 თხოვნა დაფიქსირდა ისრაელში თავშესაფრის მისაცემად - 5505 უკრაინიდან და 3069 საქართველოს მოქალაქეებისგან. 2013 წელს ასეთი თხოვნის რაოდენობა მხოლოდ ხუთს შეადგენდა.

მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის მოქლაქეების მიერ დევნილის სტატუსის მოთხოვნაში ძირითადი მიზეზი ჯარისთვის თავის არიდება იყო. ასევე, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების გამო ნახევარკუნძულის დატოვება. საქართველოს მოქალაქეები კი, მიზეზად სამშობლოში პოლიტიკური რეპრესიების საშიშროებას ასახელებენ.