მანანა კობახიძე :  დავით უსუფაშვილი იყო საუკეთესო პარლამენტის თავმჯდომარე

მანანა კობახიძე : დავით უსუფაშვილი იყო საუკეთესო პარლამენტის თავმჯდომარე

დავით უსუფაშვილი იყო საუკეთესო პარლამენტის თავმჯდომარე, - ამის შესახებ ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ მიღებაზე განაცხადა, სადაც ძველი და ახალი მოწვევის პარლამენტის წევრები იყვნენ მიწვეული.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ დავით უსუფაშვილს, მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს. მე მინდა ვთქვა, რომ ის იყო საუკეთესო პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა ჩემი კოლეგა დამეთანხმება, როგორც პოზიციიდან, ასევე ოპოზიციიდან. მე პირადად ძალიან ბევრი ვისწავლე მისგან, როგორც პოლიტიკოსისგან, როგორც ადამიანისგან. როგორც პირველი ვიცე-სპიკერი, შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო იყო ეს 4 წელი, მასთან მუშაობის თვალსაზრისით“,- განაცხადა კობახიძემ და და დავით უსუფაშვილს წარმატება უსურვა.