დავით უსუფაშვილმა საქართველოს პარლამენტარიზმისა და დემოკრატიული პროცესების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
კობახიძის თქმით, პარლამენტში უნდა გაგრძელდეს ის პოზიტიური ტრადიციები, რომლითაც მდიდარია საქართველოს საპარლამენტო ცხოვრება.
“ამ მიმართულებით ჩემი პოზიციიდან ყველაფერს გავაკეთებ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელით მიღება გაიმართა, სადაც ძველი და ახალი პარლამენტის წევრები იყვნენ მიწვეული. ღონისძიებაზე იმყოფებოდა გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად.