ირაკლი კობახიძე:   პრეზიდენტის განსასაზღვრია პირველი სხდომის თარიღი

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის განსასაზღვრია პირველი სხდომის თარიღი

პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

“დღეს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. ამის შემდეგ სწორედ პრეზიდენტის განსასაზღვრია პირველი სხდომის თარიღი - ამაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტის პრეროგატივაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეპუტატებს მოუწოდა, პარლამენტის პირველი სხდომის ჩანიშვნის შესახებ ”ნაჩქარევი განცხადებების” გაკეთებისგან თავი შეიკავონ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, თარიღის განსაზღვრა პრეზიდენტის პრეროგატივაა, პარლამენტის ცალკეულმა წევრმა კი უკვე დაანონსა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი 18 ნოემბერს შეიკრიბებოდა.