ემანუელ მარკონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ემანუელ მარკონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ემანუელ მარკონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადა, - იუწყება ფრანგული Le Figaro. 

„მე ვიქნები ყველაზე სუსტების კანდიდატი. ეს არ არის ბრძოლა საფრანგეთის რაღაც ნაწილისთვის, ეს ბრძოლაა სრულიად საფრანგეთისთვის. მე ამ ბრძოლაში ვარ თქვენთან ერთად, ყველასთან ერთად, ვისაც პროგრესის სჯერა“, - განაცხადა ემანუელ მარკონმა. 

38 წლის მარკონი საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან ამა წლის 30 აგვისტოს გადადგა. ის პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერია.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 23 აპრილს ჩატარდება. კვლევების მიხედვით ყველაზე კარგი შანსები მემარჯვენეებს აქვთ.

კვლევების მიხედვით, თუ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენეების საპრეზიდენტო კანდიდატი ალენ ჟუპე იქნება, პირველ ტურში ის მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 37%-ს; მარინ ლე პენი - 29%-ს; ჟან-ლუკ მელანშონი - 12,5%-ს; ხოლო მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი - 11%-ს. 

ხოლო თუ მემარჯვენეების საპრეზიდენტო კანდიდატი პირველ ტურში ნიკოლა სარკოზი იქნება, პირველ ტურში ის მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 22%-ს; მარინ ლე პენი - 27,5%-ს; ჟან-ლუკ მელანშონი - 14%-ს; ფრანსუა ოლანდი - 13%-ს.
მეორე ტურში კი იმარჯვებენ მემარჯვენეების კანდიდატები, იქნება ეს ალენ ჟუპე თუ ნიკოლა სარკოზი.