ყოველთვის სასარგებლოა, გაეცნოს ეკლესია იმ მოსაზრებებს, რომელიც არის კონკრეტულ ინსტიტუციებში

ყოველთვის სასარგებლოა, გაეცნოს ეკლესია იმ მოსაზრებებს, რომელიც არის კონკრეტულ ინსტიტუციებში

ასეთი შეხვედრები ყოველთვის სასარგებლოა, რომ გაეცნოს ეკლესია იმ მოსაზრებებს, რომელიც არის კონკრეტულ ინსტიტუციებში, - ასე უპასუხა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა ბრიუსელში საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

როგორც რატიანმა განმარტა, მსგავსი ტიპის ურთიერთობა ზოგადად მნიშვნელოვანია, რათა გაუცხოება მოიხსნას.

”ასეთი შეხვედრები ყოველთვის სასარგებლოა, რომ გაეცნოს ეკლესია იმ მოსაზრებებს, რომელიც არის კონკრეტულ ინსტიტუციებში. ურთიერთგაცვლა აზრის ყოველთვის მისასალმებელია. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ურთიერთობა ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ გაუცხოება მოიხსნას,”-განაცხადა რატიანმა. 

კითხვაზე, თუ რა ფორმით უნდა ხდებოდეს ეკლესიის ჩარევა სახელმწიფო საქმეებში, რატიანმა განაცხადა, რომ საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო და არც ქვეყნის მართვაში და არც განათლების მართვაში ეკლესია არ უნდა ერეოდეს, ისევე როგორც არც სახელმწიფო უნდა ერეოდეს ეკლესიის მართვაში. 

საქართველოს საპატრიარქომ ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა. „საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტისას აღმოჩნდა, რომ ნატო-შიც და ევროსტრუქტურებშიც არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის შესახებ და ჩვენც არასწორი წარმოდგენა გვქონდა მათ პოლიტიკასთან მიმართებაში რიგ თემებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.