ჯონ მაკკეინი - რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია

ჯონ მაკკეინი - რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია

აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია, - იუწყება Washington Post. 

„მაშინ როდესაც აშშ-ში ადგილი აქვს გარდამავალ პერიოდს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მას სურს აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება“, - ნათქვამია სენატორი ჯონ მაკკეინის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ ისე უნდა ვენდოთ ასეთ განცხადებებს, როგორც საბჭოთა კგბ-ს ყოფილი აგენტის მიერ გაკეთებულ ნებისმიერ სხვა განცხადებას. ამ ადამიანმა ჩაძირა თავისი ქვეყანა ტირანიაში, ფიზიკურად გაანადგურა თავისი პოლიტიკური ოპონენტები, შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, დაემუქრა აშშ-ის მოკავშირეებს და შეეცადა ჩაეშალა არჩევნები აშშ-ში“, - განაცხადა სენატორმა.

„ობამას ადმინისტრაციის ბოლო მცდელობამ გადაეტვირთა ურთიერთობები რუსეთთან გამოიწვია პუტინის შეჭრა უკრაინაში და სამხედრო ინტერვენცია ახლო აღმოსავლეთში. ხოლო კიდევ ერთი გადატვირთვის ფასი იქნება პუტინისა და ასადის მიერ სირიელი ხალხის ხოცვა-ჟლეტვაში თანამონაწილეობა. ეს მიუღებელია. ამერიკა ყოველთვის ედგა გვერდში მათ, ვინც ტირანიას ებრძოდა. და დღესაც მსგავს პოზიციაზე უნდა ვიდგეთ“, - ამბობს სენატორი ჯონ მაკკეინი.