შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა

შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა

შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, 1974 წელს დაბადებული გ.ც. კანონიერი ქურდობის ბრალდებით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

„გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ გ.ც. ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად”. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა. გ.ც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა.“, - აცხადებენ შსს-ში. 

გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).