”ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უმცირესობას შექმნის, რომელსაც დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს. როგორც ”ნაციონალური მოძრაობიდან” არჩეული დეპუტატების შეხვედრის შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა, ვიცე-სპიკერის პოსტს სერგი კაპანაძე დაიკავებს, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე კი ნიკა მელია იქნება. ცნობილი გახდა ასევე ის, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ტუღუშს წარადგენს.
”შევქმნით უმცირესობას და უმცირესობის ლიდერი იქნება დავით ბაქრაძე. ვიცე სპიკერის პოსტზე წარვადგენთ სერგი კაპანაძეს. შევქმნით ძირითად ფრაქციას და ამ ფრაქციას უხელმძღვანელებს ნიკა მელია. ჩვენ გვაქვს მსჯელობა, რამდენი ფრაქცია ჩამოვაყალიბოთ - კიდევ ორი თუ ერთი. ამასთან და კომიტეტის თავმჯდომარეების მოადგილეებთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ გვექნება მსჯელობა”, - განაცხადა რატიანმა.