უკრაინის პრეზიდენტი დაკითხვაზე დაიბარეს

უკრაინის პრეზიდენტი დაკითხვაზე დაიბარეს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, საქმე 2014 წელს ევრომაიდნის აქტივისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება.
უკრაინის გენერალური პროკურატურის სპეციალური გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სერგეი გორბატიუკის ინფორმაციით, პრეზიდენტს უწყება 29 ნოემბრისთვის გაეგზავნა. გორბატიუკის განცხადებით, პოროშენკო უკვე სამი თვეა დაკითხვაზე არ ცხადდება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოროშენკო დასაკითხად მოწმის სტატუსით არის დაბარებული.