მე ვიცი, რომ ყოველთვის დგება მომენტი, როცა ქართველი ხალხი წარმოუდგენელ გამბედაობას აჩვენებს. ამიტომ ვერ შეძლებს ეს ჯაყო ბოლომდე გაგვაბანძოს და მიგვაჩმოროს, - ამის შესახებ საქართველს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობისა, იმედი აქვს, რომ გადამწყვეტ მომენტში საზოგადოება თავის სათქმელს იტყვის.
”გამორიცხულია, რომ ივანიშვილმა საქართველოს ლაჯებში ამოდება შეძლოს და ის ამას აკეთებს. ქვეყანა, პრაქტიკულად, აქცია თავის საკარმიდამოდ. მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა, მას ეკუთვნის. ამ გაუნათლებელმა, ჯაყოს მსგავსმა რაღაც ტიპაჟმა ჩათვალა, რომ საქართველო მას ეკუთვნის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი თავმოყვარეა და გადამწყვეტ მომენტში თავის სათქმელს ამბობს. ეს რამდენჯერმე იყო ჩვენს ისტორიაში. ჯერ იყო გიორგი სანაიას მკვლეობის დროს ხალხი ფეხზე დადგა, მერე იყო 2003 წლის რევოლუცია, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი, როდესაც პუტინი გვემუქრებოდა და ამბობდა, რომ დაგვბომბავდა. ვნახეთ ცოცხალი ჯაჭვი. მე ვიცი, რომ ყოველთვის დგება მომენტი, როცა ქართველი ხალხი წარმოუდგენელ გამბედაობას აჩვენებს. ამიტომ ვერ შეძლებს ეს ჯაყო, ბოლომდე გაგვაბანძოს და მიგვაჩმოროს. მაგრამ მთავარია, მოემზადოთ იმ მომენტისთვის, როცა ხალხი იქნება მზად ამისთვის. ამას უნდა მომზადება, ამას უნდა დაჯერება, რომ ასე იქნება. მე ღრმად მწამს ჩვენი ხალხის. პარტიულ ჯგუფებს საკუთარი თავის უნდა სწამდეს. მე არ მჯერა, რომ ერთი ლიდერი შეძლებს ამას, საქართველო ძალიან შეიცვალა. მე რომ მას უკრაინას ვადარებ, შემიძლია ვთქვა, რომ შეიცვალა უკეთესობისკენ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.