ათენში აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტისას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მემარცხენე რადიკალებმა და ანარქისტულმა ორგანიზაციებმა აკრძალვის მიუხედავად, პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან ამერიკის საელჩომდე მსვლელობა გამართეს. ჟურნალისტების მონაცმებით, მსვლელობაში ოთხიათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
დემონსტრანტებს გზა პოლიციამ გადაუკეტა, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. მათ შესაჩერებლად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დემონსტრაცია ობამას ვიზიტის საწინააღმდეგო ლოზუნგებით მიმდინარეობს.
ბარაქ ობამა ათენში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, საიდანაც ის გერმანიაში გაემგზავრება.