ედუარდ კოკოითის მესამე ვადით „პრეზიდენტობა“ სურს

ედუარდ კოკოითის მესამე ვადით „პრეზიდენტობა“ სურს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დეფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ „კავკაზსკი უზელი“ „სამხრეთ ოსეთის სახალხო პარტიის“ წევრ ტაირა გაგლოევაზე დაყრდნობით წერს, რომელმაც ეს ინფორმაცია „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. ის კოკოითის განცხადებას ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ამ არჩევნებზე არავისთვის მხარდაჭერას არ გეგმავს, რადგან თავად აპირებს კენჭი იყაროს. ამასთან დაკავშირებით კი ის აქტივისტებთან შეხვედრებსაც მართავს.

გამოცემის ვრცელ მასალაში რესპოდენტები საუბრობენ, რომ კოკოითს ე.წ. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ გააჩნია, რადგან 2011 წლიდან რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ამ „კანონმდებლობით“ კი „პრეზიდენტობის“ კანდიდატი „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე ბოლო 10 წელი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს.

გარდა ამისა, კოკოითის „მთავრობის“ ყოფილი „გენერალური პროკურორი“ „კავკაზსკი უზელთან“ საუბარში ამბობს, რომ კოკოითის დროს მუდმივად ირღვეოდა ადამიანის უფლებები და მისი მომხრეები ნამდვილი ბანდა იყო, რომლებიც ადამიანებს სახლებში უვარდებოდნენ და აპატიმრებდნენ.

გარდა ამისა, კოკოითს უკავშირებენ რუსეთიდან გამოგზავნილი თანხების დატაცებას და ფიქრობენ, რომ მის კანდიდატურას არც მოსკოვი დაუჭერს მხარს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის მარტში იგეგმება.