“Black Sabbath”-მა ალბომი მოამზადა

“Black Sabbath”-მა ალბომი მოამზადა

ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილი ჯგუფი “Black Sabbath”-ის წევრებმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულეს.

ეს დისკი ერთგვარ კრებულს წარმოადგენს და მასში ჯგუფის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია განთავსებული.

ალმომში 14 სიმღერაა წარმოდგენილი. ის გაყიდვაში მიმდინარე წლის 4 ივნისს გამოვა. ამ დისკის ჩაწერის პარალელურად, “Black Sabbath” ახალ სტუდიერ ნამუშევარზე მუშაობას აგრძელებს. ის დღის სინათლეს მომავალი წლის თებერვალში იხილავს.

ალბომში “Iron Man: The Best Of Black Sabbath” შემდეგი კომპოზიციებია წარმოდგენილი.

1. “Paranoid”

2. “Iron Man”

3. “Changes”

4. “Fairies Wear Boots”

5. “War Pigs”

6. “Never Say Die”

7. “Children Of The Grave”

8. “The Wizard”

9. “Snowblind”

10. “Sweet Leaf”

11. “Evil Woman (Don't Play Your Games)”

12. “Sabbath Bloody Sabbath”

13. “Black Sabbath”

14. “N.I.B.”