ახალ დისკზე მუშაობა ჯგუფის წევრებმა 2010 წლის დასასრულს დაიწყეს. ის გაყიდვაში მიმდინარე წლის დასაწყისში უნდა გამოსულიყო. სხვადასხვა მიზეზის გამო ალბომის ჩაწერა მუსიკოსებმა თავის დროზე ვერ დაასრულეს. ბოლო ცნობით, ეს ჩანაწერი დღის სინათლეს რამდენიმე თვის შემდეგ იხილავს.
ჯერჯერობით უცნობია ამ დისკის სახელწოდება. მუსიკოსებს მის მომზადებაში ცნობილი პროდიუსერი რიკ რუბინი დაეხმარა. ეს უკანასკნელი თავის დროზე ცნობილ ჯგუფებთან “Metallica”, “Red Hot Chili Peppers” და “Slayer” თანამშრომლობდა.
ორი დღის წინ ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში ჯგუფმა ახალ ალბომში განთავსებული კომპოზიციის “I’ve Got to Get Paid” პრეზენტაცია მოაწყო. ეს ღონისძიება “Bubba's Country Store”-ს მაღაზიაში ჩატარდა და მას ჯგუფის არაერთი თაყვანისმცემელი დაესწრო.