თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ხელისუფლება, ან ქართველი ხალხი შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, ძალიან ცდება

თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ხელისუფლება, ან ქართველი ხალხი შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, ძალიან ცდება

თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლება, ან ქართველი ხალხი ოდესმე შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომელსაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის იმ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოს კვლავ არ არის მზად რუსეთთან დიპლომატიური ნაბიჯები აღადგინოს. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არჩეული აქვს ის, დიპლომატიური და სტრატეგიული მოთმინების გზა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენთვის ურთულესი პრობლემების მოგვარებას დიპლომატიური გზით, საერთაშორისო მექანიზმებით, მაქსიმალურად შერბილებას და თავიდან არიდებას იმ საფრთხეების, რომელიც ქვეყანას აქვს. 

,,მაგრამ თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, საქართველოს ხელისუფლება, ან ქართველი ხალხი ოდესმე შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომლებიც მაგალითად, გუშინ გადაიდგა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მცოცავი ოკუპაციის და ფარული ანექსიის, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს. თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ ამას შევეგებით, მაშინ ძალიან ცდება. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია და ყოველთვის იქნება მიმართული იქეთკენ, რომ საქართველოს თემატიკა, ჩვენთვის მტკივნეული საკითხები ყოველთვის მაქსიმალურად აქტიურად იყოს წამოწეული საერთაშორისო დღის წესრიგში და იმ არალეგიტიმურ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, მიეცეს საერთაშორისო შეფასებები. საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს პოლიტიკა აუცილებლად მიგვიყვანს ქვეყნის დეოკუპაციისა და საქართველოს გამთლიანებისკენ”, - განაცხადა ფხალაძემ.

სააგენტო „რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველო კვლავ არ არის მზად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. 

მისივე თქმით, ოფიციალური თბილისი რუსეთის მისამართით პერიოდულად „კონფრონტაციულ რიტორიკას“ მიმართავს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაწყებულ პოზიტიურ ტენდენციებს არ ამყარებს.

„ამაზე მუდმივად ვეუბნები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძეს, რეგულარული დიალოგის ფარგლებში“, - განაცხადა კარასინმა.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების კონტაქტი დაგეგმილი არ არის.