უკრაინელმა ჰაკერებმა ვლადისლავ სურკოვის ოფისიდან მოპოვებული წერილები გამოაქვეყნეს, სადაც აფხაზეთზეც არის საუბარი

უკრაინელმა ჰაკერებმა ვლადისლავ სურკოვის ოფისიდან მოპოვებული წერილები გამოაქვეყნეს, სადაც აფხაზეთზეც არის საუბარი

უკრაინელ ჰაკერთა დაჯგუფებამ “კიბერალინასმა” ვლადისლავ სურკოვის თანაშემწის მარია ვინოგრადოვას ფოსტიდან მოპოვებული ახალი წერილები გამოაქვეყნა. მიმოწერა 2014-2016 წლებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მანამდე, ოქტომბრის ბოლოს ჰაკერებმა 2013-2014 წლებით დათარიღებული წერილები გაავრცელეს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის ოფისის არაოფიციალური ელექტრონული ფოსტიდან ჰაკერების მიერ მოპოვებულ წერილებში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, ასევე ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებზე.

დოკუმენტებში საუბარია, თუ როგორ ცდილობს კრემლი აფხაზეთში პოლიტიკოსებზე გავლენის მოხდენას.

ერთ-ერთი წერილი მოიცავს ანგარიშს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატების  - ხაჯიმბას, ქიშამრიასა და ძიაპშბას მიერ 2014 წლის კამპანიის დროს “საზოგადოებრივი შეთანხმების” ხელმოწერასთან დაკავშირებით. ანგარიშის უცნობი ავტორი შეშფოთებულია პრეზიდენტობის ე.წ. კანიდატების შეთახმების ორი პუნქტით, რომლებიც ე.წ. არჩევნების შემდეგ აფხაზეთის სუვერენიტეტის შემლახავი საერთაშორისო შეთანხმებების მიუღებლობას და აფხაზეთში უცხოელების მიერ  უძრავი ქონების შეძენაზე მორატორიუმის დაწესებას ეხება. ანგარიშის ავტორი წერილში რაულ ხაჯიმბასთან დიალოგს აღწერს რომელსაც შეთახნების ტექსტში რუსეთისთვის “საკვანძო მომენტების” შენარჩუნება კატეგორიულად მოსთხოვეს.

როგორც BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წერს, ვლადისლავ სურკოვის ოფისში და კრემლში გამოქვეყნებული წერილების ავთენტურობა არც დაადასტურეს და არც უარყეს.