”ნაციონალური მოძრაობა” დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიტსაბჭოს წევრები კახეთის გზატკეცილზე მდებარე ცენტრალურ ოფისში 19:30 საათზე შეიკრიბებიან.
რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხება არჩევნებში მიღებულ შედეგებს, ასევე საპარლამენტო საქმიანობას.
პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა დიდი ხნის წინ დაიგეგმა და არავითარ კავშირში არ არის გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ წერილთან.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი, შევა თუ არა პარლამენტში პარტიის საარჩევნო სიის მეორე ნომერი სანდრა რულოვსი.