6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ იწვიმებს, მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში დღისით 13-18 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი ხვალ უნალექო, მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში დღისით 14-19 გრადუსია მოსალოდნელი.
6 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17-22 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, დღისით - 11-16 გრადუსი იქნება;
7 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ასევე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დაბლობში 19-24 გრადუსია; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 13-18 გრადუსი;
უნალექო ამინდი საქართველოში 10 ნოემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.
აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მთაში შესაძლებელია დაფიქსირდეს ყინვა -2 გრადუსამდე, მაღალმთაში -8 გრადუსამდე; სამხრეთ საქართველოში კი, ღამით -7-9 გრადუსი იქნება.