თურქეთში პროქურთული ოპოზიციური "სახალხო დემოკრატიული პარტიის" ლიდერები დააკავეს. დაკავებულთა შორის პარტიის თავმჯდომარე სელაჰატინ დემირთაშია, რომელიც 2014 წლის არჩევნებისას პრეზიდენტად იყრიდა კენჭს. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, დემირთაში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ დიარბაქირში საკუთარ სახლში დააკავეს. ამას გარდა, ანკარაში დააკავეს პარტიის თანათავმჯდომარე ფიგენ იუქსექდაგი.
სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, სულ ტერორიზმთან დაკავშირბეული საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულა "სახალხო დემოკრატიული პარტიის" 11 წევრი.
დეპუტატების დაკავება მას შემდეგ გახდა შესაძლებელია, რაც მიმდინარე წლის ზაფხულში თურქეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ხელი მოაწერა, რაც პარლამენტის წევრებისთვის პროკურატურის მოთხოვნით იმუნიტეტის გაუქმებას ითვალისწინებს.
"სახალხო დემოკრატიული პარტია" მემარცხენე პოლიტიკური პარტიაა, რომელიც თურქეთში ეთნიკური უმცირესობების, განსაკუთრებით ქურთებსის, უფლებებისთვის იბრძვის. თურქეთის ხელისუფლება მას ქვეყანაში აკრძალულ "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" კავშირში ადანაშაულებს.