გია ვოლსკი:  კარასინის ბოლო განცხადება არ ქმნის საფუძველს, რომ რაიმე სახის მოლაპარაკებები დაიწყოს

გია ვოლსკი: კარასინის ბოლო განცხადება არ ქმნის საფუძველს, რომ რაიმე სახის მოლაპარაკებები დაიწყოს

"ქართული ოცნების" წევრის გია ვოლსკის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადება, რაიმე სახის მოლაპარაკების წინაპირობას არ ქმნის.

ვოლსკი აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებისთვის წინაპირობა არ არსებობს. 

"კარასინის ბოლო განცხადება საფუძველს არ ქმნის იმისთვის, რომ დაიწყოს რაიმე სახის მოლაპარაკებები. ჯერ ამ მოლაპარაკებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ჩვენი პოლიტიკური შეუთავსებოლობა განპირობებულია ტერიტორიების ოკუპირებით",-განაცხადა ვოლსკიმ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არ არის. 

მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეულია საკმაოდ ხელშესახები შედეგები, რომლებიც სრულად პასუხობს ორი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს.

"ერთის მხრივ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, დიდწილად გაუმჯობესდა ორმხრივი ურთიერთობები. ჩიხიდან გამოვედით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ბრალია. რუსეთი დაბრუნდა როგორც საქართველოს პარტნიორი ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროში, ასევე ვცდილობთ, განვავითაროთ ჰუმანიტარული კონტაქტები, კულტურული ურთიერთობები, რაც მიიღწევა და სრულად აკმაყოფილებს მოქალაქეთა ინტერესებს", - განაცხადა კარასინმა.