"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით საყვარელიძე, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წერილს აფასებს.
საყვარელიძის თქმით, ის გიგი უგულავას წერილის შინაარს ეთანხმება, თუმცა გარკვეული კითხვები გააჩნია.
"ვეთანხმები ჩემი მეგობრის, გიგი უგულავას წერილის იმ ნაწილს, სადაც პარტიის ჩაკეტვაზე და ციხე-სიმაგრედ ქცევაზეა საუბარი. უბრალოდ, შეკითხვას დავამატებ, რახან ასე საჯაროდ გამოიფინა და გამომზეურდა გიგის წერილი ეგებ ისიც გულახდილად და მეგობრულად ვთქვათ, ვის გამოა დღეს "ენმ"-ის იზოლიაცია გამოწვეული და ვინაა ის ჯგუფი, რომელმაც ამდენი ხანი მართა პარტია და მიზიდულობის ძალა ვერ შექმნა, ასევე კამპანია დაგეგმა და ბოლომდე ამ ფორმით მიიყვანა. არ მგონია, ციხეში გამომწყვდეული გიგის თბილისის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებამ პარტია გახსნას რატომღაც და რა ვქნა", – ამბობს დავით საყვარელიძე.
საყვარელიძის განცხადებით, ერთადერთი, ვინც, ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში საფრთხეს შეუქმნის მიხეილ სააკაშვილია.
"ზოგიერთ ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს და ადამიანს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და ან გამოცდილება არ ჰყოფნის, მიხვდეს რომ ამ ვითარებაში, ბიძინას ჩანაფიქრის რეალიზება, რაც 2013 წელს შემოთვალა და დღემდე ვერ მიაღწია, რის წყალობითაც პარტია მთელი ეს დროა სუნთქავს და დღემდე მოაღწია, უბრალოდ პარტიის ხარაკირს ნიშნავს. მეგობრებო, ეჭვი მაქვს პარტიიდან წაგლეჯილი ნაწილაკი შეგჩებათ და არაფერს მოგიტანთ სამარცხვინო ანგარიშის გარდა ნებისმიერ არჩევნებზე. თქვენც და საერთო საქმესაც",-აცხადებს საყვარელიძე.
მისივე თქმით, "მთავარი მნიშვნელობა იმას ჰქონდა, ვინ იქნებოდა უკეთ მომზადებული ნებირმიერი შედეგისთვის და როგორ დაიცავდა საკუთარ ხმებს".
"არ მგონია ტექნიკური ფანდებით და თანამდებობების წინა საარჩევნო დეკლარირებით შესაძლებელი ყოფილიყო ქართველი ამომრჩევლის გონებაში ორ მკვეთრად საპირისპირო პოლუზე ფიქრისგან ყურადღების გადატანა და უჩუმრად ბიძინასთვის ძალაუფლების გამოცურება. მთავარი მნიშვნელობა იმას ჰქონდა, ვინ იქნებოდა უკეთ მომზადებული ნებირმიერი შედეგისთვის და როგორ დაიცავდა საკუთარ ხმებს. აქ წავაგეთ სწორედ და არა პირველ ტურში. საქართველოს ტერიტორიაზე დღეს სამწუხაროდ არ მოიძებნება არ ერთი იმ კალიბრის და წონის ადამიანი და პოლიტიკოსი, რომლიც ბიძინა ივანიშვილს ოდნავ მაინც შეუქმნის საფრთხეს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. პირიქით, მას აწყობს გარკვეულ ზღვარს ქვეშ მუდმივად მოყოლილი ოპოზიცია",-განაცხადა საყვარელიძემ.
დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ ის "ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც ყველა პოლიტიური პატიმრის და მეგობრის, ლიდერის უსწრაფესად გათავისუფლებას ემხრობა".
"თუმცა არც ის მგონია, რომ ივანიშვილი ბრიყვი ან გულუბრყვილოა. ვეთანხმები ჩემი მეგობრის, გიგი უგულავას წერილის იმ ნაწილს სადაც პარტიის ჩაკეტვაზე და ციხე-სიმაგრედ ცქცევაზეა საუბარი. უბრალოდ შეკითხვას დავამატებ, რახან ასე საჯაროდ გამოიფინა და გამომზეურდა გიგის წერილი ეგებ ისიც გულახდილად და მეგობრულად ვთქვათ, ვის გამოა დღეს ენმ-ის იზოლიაცია გამოწვეული და ვინაა ის ჯგუფი, რომელმაც ამდენი ხანი მართა პარტია და მიზიდულობის ძალა ვერ შექმნა, ასევე კამპანია დაგეგმა და ბოლომდე ამ ფორმით მიიყვანა. არ მგონია ციხეში გამომწყვდეული გიგის თბილისის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებამ პარტია გახსნას რატომღაც და რა ვქნა.
მეტს ვერაფერს დავამატებ. ხუთჯერ შემომითვალეს იმ "ბრძენი კაცი"-სგან მახსოვს, ახალგაზრდა ბიჭები ხართ, კარგი სახელით, მიშას ნუ ჩაყვებით და ვილაპარაკოთო. არ ვნანობ", – აცხადებს დავით საყვარელიძე.
თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, თანაპარტიელებსა და მხარდაჭერებს ღია წერილით მიმართა. ასევე, უგულავა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსაც აფასებს და საკუთარ გეგმებზე საუბრობს.
როგორც წერილიდან ირკვევა, გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისი ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას აპირებს.