ბულგარეთის პრეზიდენტი - რუსეთი ევროპაში განხეთქილების შეტანას კიბერთავდასხმებით ცდილობს

ბულგარეთის პრეზიდენტი - რუსეთი ევროპაში განხეთქილების შეტანას კიბერთავდასხმებით ცდილობს

რუსეთი ევროპაში განხეთქილების შეტანას კიბერთავდასხმების განხორციელებით ცდილობს, - ასეთი განცხადება ტელეკომპანია „ბიბისი“-სთან საუბარში ბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ ასენოვ პლევნელიევმა გააკეთა. 

მისი თქმით, კრემლი ბულგარეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობს, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და პროპაგანდის გავრცელების გზით.

ბულგარეთის პრეზიდენტის ცნობით, გასულ წელს ხაკერებმა ბულგარეთის ცესკო-ს და სხვა სამთავრობო უწყებების ვებგვერდები გატეხეს. აღნიშნული ხაკერები იმავე დაჯგუფებიდან იყვნენ, საიდანაც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერთავდასხმის ორგანიზატორები არიან.